უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე წუთის წინ ბელარუსის ტერიტორიიდან კიევის მიმართულებით გასროლილი საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რაკეტის გასროლა TU-22-ს ტიპის თვითმფრინავიდან გაისროლეს.
“ეს არის ბელარუსის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული”, – თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ.
გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, უკრაინის საზღვაო ძალებმა კიდევ ერთხელ შეაფერხეს შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში რუსული დესანტის დაშვება.