გურიაში ნადირობასთან დაკავშირებულ თქმულებებსა და ლეგენდებში მითიური მონადირის სახელებად გვხდება „მახუტალა“ და „ამირანი“.
უნდა აღინიშნოს, რომ მონადირე „მახუტალა“ მეგრული ლეგენდების გმირია, საიდანაც უნდა იყოს გადმოღებული გურიაში. რაც შეეხება „ამირანს“ იგი გურიაში ნადირობასთან დაკავშირებულ თქმულებებში უფრო ხშირად გვხვდება, ზოგ შემთხვევებში პირდაპირ ამირანის სახელით მოიხსენიება, ზოგჯერ კი თქმულება სიუჟეტურად უკავშირდება ამირანის ეპოსს. მონადირე „ამირანი“ არის ლამაზი, ძლიერი და მოხერხებული მონადირე, რომლის იარაღებში არ არის თოფი და ნადირობს მშვილდით, რაც თქმულებების სიძველზე მიუთითებს. ყველა შემთხვევაში „ამირანი“ მისი საზრიანობის და სიძლიერის მიუხედავად, თავს მაინც ვერ აღწევს ულამაზესი „ნადირთა ქალის“ ცდუნებას.
გურიაში მონადირეებზე არსებულ თქმულებებში თითქმის ყველა შემთხვევაში ერთერთი მთავარი პერსონაჟია – „ნადირთა ქალი“, „ნადირთა მბრძანებელი“ ან „ნადირთა პატრონი“, სახელად – „დალი“ „დალილა“ „დალა“ და „ლალა“. „ნადირთა ქალი“ თითქმის ერთნაირადაა აღწერილი, იგი ყველა შემთხვევაში ამოდის წყლიდან ცეცხლის ან სხივის სახით, არის ულამაზესი, აქვს გრძელი ცეცხლოვანი, წითელი ან ოქროსფერი კაშკაშა თმები, რომელიც მისი მთავარი იარაღია და რომლითაც თავის მსხვერპლ მონადირეს ბოჭავს, თუ კი ვინმე თმას ძირში მოაჭრის ან გაწყვეტს „ნადირთა ქალი“ უძლური ხდება, მაგრამ თუ კი თმას თავისით მოიჭრის, იგი შეძილება უმალვე გაეზარდოს.
ერთი გურული თქმულების მიხედვით „დალი“ ტყის წაბლის ეკლიანი გარსით („ბურძგატით“) ივარცხნის თმებს, რის გამოც თავიდან სისხლი სდის და სწორედ მისი სისხლით გაჯერებული თმები ანათებს ელვარე ცეცხლივით. „ნადრითა ქალი“ თავისი აღწერლობითა და თვისებებით ძალიან გავს გურულების წარმოსახვით ქაჯსა და დედალ ჭინკას.
მონადირეთა შესახებ გურულ თქმულებებში ასევე გვხვდება მონადირე ძაღლი „ტაპიე“, რომელიც არის ქათქათა თეთრი, ხოლო ყურები ცეცხლივით ელევარე აქვს, „ტაპიე“ არის ძალიან ფრთხილი, პატრონის ერთგული მეგობარი და ყოველთვის ცდილობს ყველანაირი ხიფათი ააცილოს მას.
ასევე მთავარი პერსონაჟია მონადირის ცოლი, თუ კი ქმრი სანადიროდაა წაული მას არა აქვს უფლება თქვას სად არის წასული მისი ქმარი. მონადირის სახლში დაბრუნებამდე ცოლი მახულობს, არ ჭამს ხორცეულსა ან ცხიმიანს და დღენიადაგ ლოცულობს ქმრის სახლში მშივოდბიანად დაბრუნებისათვის, განსაკუთრებით კი იმაზე ლოცულობს, რომ „ნადირთა ქალმა“ მისი ქმარი თმებით არ დააბას – ღმერთო დალის თმები დააჭერი, მთლად ძირში ზედ ყურებთან, გამოუშვას ჩემი ქმარი სახლში, რაც არ უნდა ღრმა იყოს მისი ძილი.
მასალა მომზადებულია (თარგმნილია რუსულიდან) ე. ვირსალაძის – „ქართული სამონადირეო მითები და პოეზიის“ მიხედვით (Е.Б.Вирсаладзе – Грузинский охотничий миф и поэзия – 1976 წელი)
მასალა მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.