შესაძლოა, ისე დამძიმდეს, რომ ინვალიდი მიხეილ სააკაშვილი მივიღოთ – ნევროლოგი ოთარ თოიძე

მიხეილ სააკაშვილთან შეხვერაზე  დამოუკიდებელი სამედიცინო კონსილიუმის მთავარი ნევროლოგი შევიდა. მეოთხე დღეა, პრეზიდენტს დაეწყო ანორექსიის ნიშნები, ის საკვებ დანამატებს ვერ იღებს, რაც მძიმე შედეგის მომტანი იქნება-ამბობს ოთარ თოიძე.
დამოუკიდებელი კონსილიუმის წევრი ნევროლოგი  სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანას ითხოვს.

”არ უნდა მიეღო ეს მედიკამენტი, რომელიც დაენიშნა პრეზიდენტს არადანიშნულებისამებრ. პრეპარატ კეტალეფტს აქვს თავისი ინსტრუქცია, ნებისმიერს შეუძლია, გაეცნოს ამ ინსტრუქციას და ნახოს, ინიშნება თუ არა ის ძილის მოსაწესრიგებლად. ახლა ლაპარაკოა მულტიპროფილურ და სპეციალიზირებულ დაწესებულებაზე და არა მულტიფუნქციურ დაწესებულებაზე. 

მიხეილ სააკაშვილს ამჯამად პოსტტრამვული სტრესი აქვს,  მაგრამ მასზე მეტად აწუხებს ის ვერდიკეს ენციოპათია, რომელიც შეიძლება, ისე დამძიმდეს, რომ შესაძლოა, მივიღოთ ინვალიდი მიხეილ სააკაშვილი”- განაცხადა გორის ჰოსპიტალში შესვლისას ნევროლოგმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share