რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სრული სია:
1. გლობალური საბანკო გადარიცხვების სისტემა SWIFT-მა შეწყვიტა რუსული ბანკების მომსახურება.
2. Mastercard – მა და Visa ბარათებმა შეწყვიტეს რუსული ბანკების ბარათების მომსახურება რუსეთის საზღვრებს გარეთ.
3. ყველა რუსულ ავიაკომპანიას აეკრძალა ფრენა ევროკავშირის.
4. ევროკავშირმა შეწყვიტა ყველა რუსული ავიაკომპანიისთვის მიქირავებული ავიალაინერების ლიზინგი.
5. ყადაღა დაედო რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს ევროკავშირსა და აშშ-ში.
6. გერმანიამ შეაჩერა გაზპრომის 11 მილიარდდოლარიანი პროექტი “ნორდსტრიმ-2”-ის სერტიფიცირება.
7. ყადაღა დაედო ექვსი უმსხვილესი რუსული ბანკის ვნეშეკონომბანკის და ვითიბის-ს აქტივებს აშშ-ში და ევროკავშირში.
8. სანქცირებულ ბანკებს აეკრძალათ ოპერაციები დოლარებში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენაში.
9. ყადაღა დაედო რუსი ოლიგარქების აქტივებს დიდ ბრიტანეთში. რომან აბრამოვიჩი იძულებული გახდა უარი ეთქვა “ჩელსის” მფლობელობაზე.
10. დაყადაღდა პუტინის და ლავროვის აქტივები აშშ-ში, ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში.
11. რუსეთის პარლამენტის ყველა წევრს აეკრძალა ევროკავშირის სახელმწიფოებში შესვლა. ევროკავშირსი შესვლა.
12. გერმანიამ აკრძალა რაშა თუდეის მაუწყებლობა თავის ტერიტორიაზე.
13. ფეისბუკმა და იუთუბმა რუსულ სამთავრობო მედიას, მათ შორის, რაშა თუდეის, აუკრძალეს რეკლამირება.
14. ინსტაგრამმა დაბლოკა კადიროვის გვერდი.
15. იუთუბმა დაბლოკა რუსული პროპაგანდისტული არხები.
16. ევროკავშირში და აშშ-ში შესვლა აეკრძალათ სოლოვიოვს და სიმონიანს.
17. ნიუ-იორკის “კარნეგი ჰოლმა” აუკრძალა რუს მუსიკოსებს გერგიევსა და მაცუევს კონცერტების ჩატარება.
18. უეფამ ჩემპიონთა თასის ფინალი პეტერბურგიდან პარიზში გადაიტანა.
19. ფრენბურთის ევროპულმა ფედერაციამ გააუქმა რუსეთში ჩასატარებელი ტურნირი.
20. ფორმულა-1-მა გააუქმა რუსეთის რბოლა.
21. პოლონეთის და შვედეთის ნაკრებებმა უარი თქვეს რუსებთან თამაშზე.
22. რაგბის ევროპის კავშირმა რუსეთის ნაკრებს აუკრძალა მატჩების რუსეთში ჩატარება.
23. წაშლილი და გაუქმებულია რუსული სამთავრობო ვებსაიტები.
24. რუსულ სიხშირეებზე უკრაინული ჰიმნი ისმის.
25. ილონ მასკმა ტვიტერზე დაადასტურა, რომ უკრაინას „სტარლინკის“ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება მისცა.
26. გერმანია დათანხმდა უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის გადაცემას.