როგორც ადგილიდან გვატყობინებენ. ამ წუთებში ტერორისტული აქტი განხორციელდა ოზურგეთში.
55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად “ჯუმათა”) ავტომანქანა მაშინ აფეთქდა, როცა ის ქელეხიდან გამოსული მასში ჩაჯდა.
მისი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა ქალაქ ოზურგეთში, რესტორან “ბერმუხასთან” მოხდა.
ოზურგეთის მედალფას კლინიკაში აცხადებენ, რომ:-“პაციენტს, ტერფის ძვლები აქვს დაზიანებული, შეგვეძლო აქ მკურნალობა. მაგრამ მისი დაჟინებული მოთხოვნით, თავისივე შესაძლებლობით წავიდა თბილისში, შემდგომი მკურნალობის მიზნით”
სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციურ მართვაზე იყო დამონტაჟებული და აფეთქებაც მართვის პულტის მეშვეობით მოხდა.
ზვიად ჯინჭარაძე ბოლო წლებში ბიზნესით იყო დაკავებული, ახლო საზღვარგარეთიდან, საქართველოში, სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორის ავტომობილებიც შემოჰქონდა და ყიდდა.
მისი სახელი და გვარი გასული საუკუნის 90 იან წლებში, რამდენიმე კრიმინალურ გარჩევაში ფიგურირებდა.
დეტალებს ვაზუსტებთ.








