გურიის მოამბე

“ქუჩური გარჩევის” დეტალები-“იარაღი ჰაერში გაისროლა თავდაცვის – მიზნად.როცა წართმევას უპირებდნენ”

“იარაღი ჰაერში გაისროლა თავდაცვის- მიზნად.როცა წართმევას უპირებდნენ უცებ მიხვდა შუბლთან.მაგის შედეგად არგარდაცვლილა,მაგას გული ქონდა ნაოპერაციები ნაიფაქტარი იყო და ალბათ ,ნერვიულობის ნიადაგზე გულმა დაარტყა.სამწუხაროა იმ გარდაცვლილსაც ვიცნობ და მის შვილებსაც.კარგი ხალხია.ბავშვმა როგორ გაბედა და ეს წამალი როგორ დაალევინა?ან იმანაც რატო დალია წამალი ამხელა ბიჭმა?ანზორი ბიძაა და ჩამოვიდა რადგან შეეშნიდა ბავშვს,მამისთვის გამხელა” – წერს ფეისბუკ მომხმარებელი ირინა ირინა – გავრცელებუყლი ინფორმაციის კომენტარებში.

საუბარია მედიკამენტ “ვიაგრაზე” – რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, მისმა მეგობრებმა გარდაცვლილის შვილიშვილს დიდი დოზით მიაღებინეს.

მომხდარს “ქუჩური გარჩევა” მოყვა, რომელშიც სუსის ოფიცერი, იმავე წყაროს ცნობით, ანზორ ერქომაიშვილი ჩაერია, რომელიც გარდაცვლილის შვილიშვილის მეგობრის ბიძაა.

მედიკამენტის მიღებამ მოზარდს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, ოჯახს კი მომხდარის მიზეზები აინტერესებდა და მეგობრებს განმარტებას სთხოვდნენ.

სხვა წყაროს ინფორმაციით, სუსის ოფიცერმა, “საქმის გარჩევა საკუთარ თავზე აიღო და გარდაცვლილს ტელეფონით კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებას სთხოვდა, რის შემდეგაც მოვლენები დრამატულად განვითარდა.

იგივე თემაზე:

ოზურგეთში მომხდარი “ქუჩური გარჩევებისას” რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და რამდენიმე დაშავდა, არა შსს-ს არამედ “სუსის” თანამშრომელი მონაწილეობდა.

ამის შესახებ, “გურიის მოამბეს” არაოფიციალურად, შსს დან აცნობეს.

ცნობისათვის: “გურიის მოამბემ” დღეს გაავრცელა ინფორმაცია

ოზურგეთში “ქურდულ გარჩევას”, რომელსაც პოლიციელი ხელმძღვანელობდა-ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

გავრცელებული ინფორმაციით, ინცინდენტში, ოზურგეთის პოლიციის თანამშრომელი, ე.წ. “კანონიერი ქურდების “სახელით მოქმედებდა.

პოლიციელმა, ბიზნესმენს, ცეცხლსასროლი იარაღით, თავის არეში რამდენიმე მძიმე დაზიანება მიაყენა და შემდეგ მოახდინა გასროლა.

ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, გუშინ, ოზურგეთში მომხდარი, ე. წ. “საქმის ქურდული გარჩევის” დროს.

შემთხვევა, ქალაქ ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე მოხდა.

ინცინდენტისას, ოზურგეთის პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც “საქმის გარჩევისას” ერთ ერთ მხარეს წარმოადგენდა, სამსახურეობრივი, ტაბელური იარაღი გამოიყენა.

მან  რამდენიმეჯერ გაისროლა.

მოქალაქე ბ.შ. (ადგილობრივი ბიზნესმენი), რომელიც ამ მეორე, დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენდა გულის შეტევით, გასროლიდან რამდენიმე წუთში, გარდაიცვალა.

შსს პრეს სამსახური, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის პოლიციის თანამშრომელი,რომელიც “საქმის გარჩევისას” ე.წ. “კანონიერ ქურდებს” “წარმოადგენდა”, დაკავებულია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights