ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მამინაცვლის მიერ გერზე ძალადობის პროცესი იწყება

ქალაქ თბილისში მცხოვრები თ.ჟ ოზურგეთელ ა.მ. გერზე ძალადობაში ადანაშაულებს.

ქალბატონი “გურიის მოამბესთან” საუბარში ამტკიცებს, რომ მისი ყოფილი მეუღლე, მის 12 წლის გოგონაზე  ძალადობდა, საუბარია ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ცემასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე.

აღნიშნულ საქმის განხილვას ოზურგეთის რაიონული სასამართლო (მოსამართლე თორნიკე კაპანაძე) ხვალ დაიწყებს.

ქალბატონის თქმით, 50 წლის მამაკაცი მის  12 წლის გოგონაზე ერთი წლის განმავლობაში ძალადობდა.

“მასთან ვიმყოფებოდი მეორე ქორწინებაში, შეგვეძინა გოგონა, ვინაიდან იყო გაუსაძლისი მდგომარეობა ქვეყანაში, უმუშევრობა და სოციალური სიდუხჭირე, ქმრის დაჟინებული თხოვნით სამუშაოდ იტალიაში წავედი, იქედან ჩემს ოჯახს (უკვე ყოფილს) სადაც ჩემი 12 წლის გოგონა დავტოვე და მცირეწლოვანი შვილი, ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 1000 ევროს ვუგზავნიდი, შემდეგ გოგონამ ჩუმად მითხრა, რომ ჩემი მეუღლე მასზე ძალადობდა და ასევე ჩემს მიერ გადარიცხულ თანხას ოჯახს არ ახმარდა და ძირითადად ტოტალიზატორში ხარჯავდა”

გვიყვება ქალბატონი, რომლის თქმითაც, ამ ინფორმაციის გაგებისთანავე მან დატოვა იტალია, ჩამოვიდა საქართველოში, გაშორდა მეუღლეს, წამოიყვანა 12 წლის გოგონა თუმცა მცირეწლოვან ბავშვს ყოფილი ქმარი უმალავს და მის წინააღმდეგ განაწყობს.

“მივმართე პოლიციას, პროკურატურას, საქმე ორი წელია ძიებაშია, სასამართლოც ძლივს დაიწყო, ვითხოვ ამ ადამიანის მთელი სიმკაცრით დასჯას” აცხადებს თ.ჟ.

მისივე მტკიცებით, მოძალადის დასჯა ადღემდე იმიტომ არ მომხდარა, რომ ის “ქართული ოცნების” ოზურგეთელი ლიდერების ახლო ნათესავია.

“გურიის მოამბე” შეეცადა ბრალდებულის ოჯახთან დაკავშირებას, თუმცა ისინი კომონტარზე უარს აცხადებენ.

კომენტარს აკეთებენ მათი ადვოკატები, რომელთა პოზიციასაც ხვალ -სასამართლოს პირველი სხდომის შემდეგ შემოგთავაზებთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share