პროცესებში ჩართვის მიზნით “ოცნებას” და მის ლიდერს, ივანიშვილს მივმართე, თუმცა პასუხი არ მიმიღია – პრეზიდენტი

ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დასრულდა – პრეზიდენტმა “ქართული ქარტიის” მნიშვნელობასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პროცესებში აქტიურად ჩართვისთვის არა მხოლოდ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს, არამედ “ქართულ ოცნებასა” და თავად ბიძინა ივანიშვილსაც კი მიმართა.

პირველ ჯერზე პასუხი არ მიმიღია და მერე მივმართე ახალ დანიშნულ თავმჯდომარეს” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი და იქვე დასძენს, რომ მისმა მცდელობებმა დადებითი შედეგი ვერ გამოიღო.

პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლილ რიტორიკასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი სტრატეგიულ პარტნიორებს ახლა სხვა როლში ევლინება.

”როდესაც 7 თებერვალს დავიწყე კონსულტაციები მე ასევე მივმართე მმართველ პარტიას და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რომ ესენიც ჩართულიყვნენ ამ პროცესში, თუ ამის სურვილი ექნებოდათ. პირველ ჯერზე პასუხი არ მიმიღია და მერე მივმართე მეორედ ახალ დანიშნულ თავმჯდომარეს, იმას, რომელიც დღეს თამაშობს შერბილებას და ვითომც რუსული კანონის წინააღმდეგი იყო და დღეს უცხოელებთან ამ როლში დგება, რომ მე ვარ ცოტა განსხვავებული სხვებისგან. არ ვიცი, ეს სანქციებს უკავშირდება თუ არა, მაგრამ იმისგანაც არ მიმიღია პასუხი”, – ამბობს ზურაბიშვილი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share