გურიის მოამბე

წამება, ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა – ევროპის საბჭოს კრიტიკული ანგარიში ცნობილია

წამება, ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა – ამ სამ სიტყვაში ჩაატია ევროსაბჭოს დელეგაციამ 2024 წლის ნოემბერ – დეკემბერში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. წამების პრევენციის კომიტეტი 46 გვერდიან დასკვნაში დეტალურად აღწერს, როგორ უსწორდებოდნენ შენიღბული პოლიციელები დაკავებულ დემონსტრანტებს  და როგორ ემუქრებოდნენ ხელკეტებით გაუპატიურებით.

ევროსაბჭოს დელეგაცია საქართველოში არაერთხელ იყო ჩამოსული. ყველაფერი ადგილზე ნახეს და დაწერეს დასკვნა, რომელიც ოცნების ხელისუფლების სისტემურ დანაშაულს ამხელს. მათი შეფასებით, ბევრ პრობლემას შორის გამოწვევაა ისიც, რომ პოლიციელებს არ აქვთ საიდენტიფიკაციო ნიშნები და მოძალადეების დადგენა შეუძლებელია.

400 ნაწამები ადამიანის და არც ერთი დასჯილი პოლიციელის და სპეცრაზმელი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, რომელიც ამ საქმეებს იძიებდა, საერთოდ გაუქმდა , საქმეები პროკურტურამ გადიაბარა, თუმცა შედეგი ნულია.  წამების აკრძალვის კომიტეტი ქართულ ოცნებას აკრიტიკებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას, რომელიც წესით დამოუკიდებელი უწყება უნდა ყოფილიყო და პოლიციელების დანაშაული გამოეძიებებინა.

მონიტორინგის მისიის დასკვნა უკვე ევროსაბჭოს პირველი პირების ხელშია. გენერალური მდივანი ალან ბერსე ანგარიშს შემაშფოთებელს უწოდებს და ამბობს, რომ ამ დოკუმენტს მომავალ კვირაში მაკა ბოჭორიშვილთან განიხილავენ. უკვე ცნობილია, რომ ქართულ ოცნებას ამ უმწვავესი ანგარიშის საკუთარი ინერპრეტაცია აქვს.

დასკვნის დიდი ნაწილი ციხეებს ეთმობა. კრიმინალური სამყაროს არაფორმალური გავლენები ციხეში , პრივილეგირებული პატიმრები და გადავსებული ციხეები. ევროსაბჭოს მონიტორები წერენ, რომ ქაოსზე რომელიც ციხეებშია, მათ შორის პატიმრებს შორის ძალადობასა და დაშინებაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights