გურიის მოამბე

“ოცნება” ივანიშვილის იუბილეს ზეიმობს

,,ქართულ ოცნებაში” ზეიმია – პარტიის დამფუძნებელს იუბილე აქვს. ბიძინა ივანიშვილი 70 წლის გახდა.

საზეიმო დღესასწაულივით ამცნო ეს ამბავი ხალხს სამთავრობო მედიამ. მისალოცი ტექსტები მათ გვერდებზე 18 თებერვლის დადგომისთანავე გამოქვეყნდა და მას შემდეგ ოცნებაში არ დარჩა დეპუტატი ლიდერისთვის საჯარო თაყვანი რომ არ ეცა. რას არ წავიკითხავთ ამ პოსტებში – “ბიძინა მეცენატი”, “ბიძინა ერის მამა”, “ბიძინა ქველმოქმედი”, “პატრიოტი”.

ივანიშვილის დაბადების დღეზე კითხვას უპასუხოდ ვერავინ ტოვებს. ლიდერის იუბილემ ისიც აალაპარაკა, ვინც ამ დრომდე ტვ პირველის მიკროფონთან ჩუმად იყო. ეს ის თემაა, რომელზე დუმილიც ალბათ არავის ეპატიება.

ივანიშვილს ულოცავენ, ეთაყვანებიან, ენდობიან, ემადლიერებიან მაგრამ არ იცნობენ. დეპუტატებმა ისიც იციან, რომ მათ მისალოც პოსტებს მილოცვის ადრესატი არ წაიკითხავს. თუმცა მილოცვის გარეშე დღე ვერ ჩაივლიდა.

ზოგიერთი ვერ იხსენებს ბოლოს როდის ნახა. ზოგიერთს ნანახიც არ ჰყავს, ან მხოლოდ ერთხელ პარტიულ შეკრებაზე. ასე ყველამ ერთად გადაწყვიტა ბრმად ენდოს კაცს, რომელიც საკუთარი გუნდისთვისაც მიუწვდომელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights