საგანგაშო მდგომარეობა აჭარასა და გურიაში – დღის ბოლოსაც სტიქიის ზონაში ვითარება, პრაქტიკულად, უცვლელია. ხალხს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება. შეწყვეტილია წყალიც, ამოწურულია პროდუქტის მარაგი. ოზურგეთში მაღაზიების დახლები, პრაქტიკულად, ცარიელია.
თავდაცვის ძალები იქ ცოტა ხნის წინ გამოჩდნენ. კობახიძემ შესაბამისი გადაწყვეტილება ოთხდღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ მიიღო, როდესაც სტიქიამ რეგიონი, პრაქტიკულად, მიწასთან გაასწორა. ბედის ანაბარა მიტოვებ ხალხს ადგილობრივი ჩინოვნიკები სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, თბილისდან ჩასულ მოხალისეთა ჯგუფს კი ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. არადა, სწორედ მოხალისეებმა შეძლეს ათობით ადამიანის დახმარება.
იმ ფონზე, რომ რეგიონში უმძიმესი ვითარება, რამდენიმე ერთეული ტექნიკა მხოლოდ ოზურგეთის მერიის წინ მუშაობენ.
ტვ პირველი