“ვფიქრობ, რომ გიორგი კეკელიძისნაირ კაცს არავის შეფასება არ უნდა სჭირდებოდეს. მას თავისი საქმეები უმაგრებს ზურგს” – ამის შესახბ ტარიელ ხარხელაური წერს.
„ვფიქრობ, რომ გიორგი კეკელიძისნაირ კაცს არავის შეფასება არ უნდა სჭირდებოდეს. მას თავისი საქმეები უმაგრებს ზურგს. რაც ამ ახალგაზრდა კაცმა ამ ასაკში შეძლო, ნეტავ ბევრმა შეძლოს, ფუტკარივით მუშაობს. ასეთ ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ. ის ყველა მხარეს სჭირდება. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ძალიან ბევრ ღონისძიებაზე ვარ ნამყოფი. მხოლოდ ეს ღონისძიებები ღირს ერთი კაცის სიცოცხლედ. „ეკვილიბრიუმთანაც“ მქონია შეხება. მეც ვახლდი გიორგის ერთ-ერთ სოფელში. ნეტავ ყველას ასეთი მარიფათი ჰქონდეს. ბიბლიოთეკა ტაძარია და ამ კაცმა ხალხი მოიზიდა ამ ტაძარში. ცოცხალია იქაურობა.“