მოხალისეობის ინიციატივები ჩვენთან კოორდინაციის გარეშე კონტრპროდუქტიულია – საკოორდინაციო შტაბი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია საკოორდინაციო საბჭოს განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მოხალისეობრივი ინიციატივების გამოჩენა შტაბთან კოორდინაციის გარეშე კონტრპროდუქტიულია, რადგან იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თავად მოხალისეების დახმარება გახდა საჭირო.

“უაღრესად კონტრპროდუქტიულია ეგრეთწოდებული მოხალისეობრივი ინიციატივების გამოჩენა შტაბთან კოორდინაციის გარეშე, რადგან უკვე დღეს, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თავად მოხალისეების დასახმარებლად გახდა საჭირო მძიმე ტექნიკის გამოყენება და სამაშველო სამუშაოები.

ვთხოვთ ყველას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს, ნუ შეუშლით ხელს შტაბის მუშაობას და ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რაც საბოლოო ჯამში არათუ ხელს უწყობს, არამედ ძალიან უშლის ხელს შესაბამის სამსახურებს მოქალაქეების დახმარების პროცესში.” – წერია განცხადებაში.

ამასთან ერთად, საკოორდინაციო შტაბი წერს, რომ “დამატებით, დიდ პრობლემებს ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება. არასწორი ინფორმაცია კი იწვევს უსაფუძვლო პანიკას, დაბნეულობას მოსახლეობაში, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს საკოორდინაციო შტაბის მუშაობას.”

“სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად, მათ შორის მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, მძიმე ტექნიკა, ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და დავალებების გადანაწილება შესაბამისი მიმართულებით.” – წერია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share