გურიის მოამბე

ოზურგეთის სარაგბო კლუბ „არწივებს“ პირველ ლიგაში გადასვლა მიულოცეს

ოზურგეთს მერმა პაატა კუნჭულიამ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ ოზურგეთის სარაგბო კლუბ „არწივებს“ პირველ ლიგაში გადასვლა მიულოცეს.
მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და გულშემატკივრებთან ერთად, ფინალური შეხვედრიდან დაბრუნებულ მორაგბეებს დახვდნენ და წარმატებები უსურვეს.
“ვულოცავ ჩვენს მორაგბეებს, მათ მწვრთნელებსა და თითოეულ ოზურგეთელს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! მადლობას ვუხდი თითოეულ სპორტსმენს და გისურვებთ წარმატებებს!” – განაცხადა პაატა კუნჭულიამ.
ოზურგეთის სარაგბო კლუბმა „არწივებმა,“ გორის სარაგბო სტადიონზე გამართულ რეგიონული ლიგის ფინალში, გარდაბნის „ქვემო ქართლი“ ანგარიშით 23:3 დაამარცხა.
ნათქვამია ოზურგეთის მერიის განცხადებაში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights