გურიის მოამბე

უკანასკნელი შაჰის მემკვიდრე, რეზა ფეჰლავიმ ირანელ ხალხს მორიგ ჯერზე მიმართა

“ძვირფასო და კეთილშობილო ირანელებო, ჩაჰარშანბე სურის გრანდიოზული დღესასწაულის წინა დღეს, მოგიწოდებთ ყველას, თქვენს ქუჩებსა და უბნებში მშვიდობისა და სიცოცხლის ცეცხლი აანთოთ. სრული სიფხიზლით მოერიდეთ ნებისმიერ დაძაბულობას, კონფლიქტს და რეჟიმის დაქირავებულებთან ქუჩებში მიახლოებასაც კი. ბოროტი ელემენტების მიზანია, თქვენი სინათლის, სიწმინდისა და სიცოცხლის ზეიმი სიბნელედ, სიბინძურედ და სიკვდილად აქციონ. ნუ მისცემთ მათ ამის შესაძლებლობას.
ვაფრთხილებ რეპრესიის ყველა ელემენტს: ხალხი დღეს ღამით მშვიდობიანად აღნიშნავს ჩაჰარშანბე სურის. საღამოს 6 საათიდან დატოვეთ ქუჩები, შესახვევები და უბნები და ნუ დადგებით ხალხის წინაშე. დაე, ეს ღამე მშვიდობიანად დასრულდეს. ქუჩაში დარჩენისა და ხალხის მშვიდობიანი ზეიმის ჩახშობის შედეგები თქვენია” | ამბობს ირანის უკანასკნელი შაჰის მემკვიდრე, რეზა ფეჰლავი გავრცელებულ მიმართვაში
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights