
ამჟამად გრძელდება სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც მოიცავს საპატრულო ბილიკებს, საფეხმავლო ხიდებს დაჭაობებულ ადგილებზე, სამეთვალყურეო კოშკურებსა და სხვა საინჟინრო ნაგებობებს.
ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლომდე იგეგმება.
ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამჟამად საზღვარზე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა მონტაჟდება, რათა ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილში „თანამედროვე სასაზღვრო დაცვა“ შეიქმნას. მანამდე ლატვიამ 145 კილომეტრიანი ღობე ბელარუსთან საზღვარზეც აღმართა








