“ომი არ დამთავრდებულა” – რას გააკეთებს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბაჩო ახალაია? – ანი ნადარეიშვილი

“ცხოვ­რე­ბამ დამ­ცი­ნა”, – გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლემ ანი ნა­და­რე­იშ­ვილ­მატე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვა­რის” გა­და­ცე­მა­ში “მხო­ლოდ ლე­ლას­თან”.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ანი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა ად­ვო­კა­ტის ლი­ცენ­ზია მო­ი­პო­ვა და ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად დი­ლის 10 სა­ა­თი­დან 6 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდს მე­უღ­ლეს­თან, ცი­ხე­ში ატა­რებს.

“იმის ფონ­ზე, რა­საც ვა­კე­თებ­დით – წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე ვმუ­შა­ობ­დით, ვიბ­რძო­დით, აქეთ შე­მოგ­ვიტ­რი­ალ­და ყვე­ლა­ფე­რი და დაგ­ვაბ­რა­ლეს გა­უ­გო­ნა­რი ის­ტო­რი­ე­ბი. მეს­მო­და ბევ­რი რამ… ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ბაჩო რომ და­ი­ჭი­რეს, მერე გა­ვი­გე, რომ თურ­მე სას­ტი­კი და ჯა­ლა­თი იყო, ნას­ვა­მი შე­დი­ო­და შამ­პა­ნუ­რით ხელ­ში ცი­ხე­ებ­ში და ვი­ღა­ცებს სცემ­და (არა­და, ცხოვ­რე­ბა­ში შამ­პა­ნუ­რი არ და­უ­ლე­ვია). მე ხო ვი­ცო­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლი იყო, მე ხომ ბა­ჩოს ვიც­ნობ­დი. მძი­მე იყო ეს ჩემ­თვის – უსა­მარ­თლო­ბის, უმ­წე­ო­ბის გან­ცდა.

რო­დე­საც ეს კად­რე­ბი გა­ვი­და, ახა­ლი ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ვი­ყა­ვი, თვე­ე­ბის მყავ­და კესო. კად­რე­ბი იყო შო­კის­მომ­გვრე­ლი, ასე­თი რამ თუ ოდეს­მე სად­მე ხდე­ბო­და, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, ვიდ­რე გა­ვი­გებ­დი რა იყო ეს კად­რე­ბი, ში­ნა­გა­ნად მა­კან­კა­ლებ­და, ასე­თი რა­ღაც რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ ბა­ჩოს­თან არ და­მი­კავ­ში­რე­ბია, რად­გან იმ­ჟა­მად შს მი­ნის­ტრი, მა­ნამ­დე კი თით­ქმის 4 წე­ლი­წა­დი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი იყო. სა­ღა­მოს, როცა ბაჩო მო­ვი­და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მა­შინ გა­ვი­გე, რომ ბა­ჩოს­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან დიდი თვა­ლე­ბით ვი­ყუ­რე­ბო­დი, ვერ ვხვდე­ბო­დი ბაჩო რა შუ­ა­ში იყო ამ ყვე­ლა­ფერ­თან. მი­თხრა, რომ ცი­ხე­ე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თე­მაა, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თან მი­დის, ოღონდ თვი­თო­ნაც არ იცის რა­ტომ, სა­ერ­თოდ არ იცის, მსგავ­სი რამ თუ ხდე­ბო­და, სა­ხე­ზე ეტყო­ბო­და, რომ თვი­თო­ნაც შოკ­ში იყო.

ბაჩო რომ და­ა­კა­ვეს და ჩვენს მი­მართ იყო მუ­ქა­რა, გი­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ავი­ტა­ნეთ. ცდი­ლობ­დნენ, რომ მას­ზეც ყო­ფი­ლი­ყო ეს ზე­წო­ლა. დაჰ­ყავ­დათ ცი­ხი­დან ცი­ხე­ში. და­კა­ვე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე შე­იყ­ვა­ნეს ქურ­დე­ბის ცი­ხე­ში. მივ­ხვდი, რომ იქ იმის შეს­ვლა, რო­მე­ლიც ამ ადა­მი­ა­ნებს ებ­რძო­და, ძა­ლი­ან სა­ში­ში იყო. მივ­ხვდი, რომ რა­ღაც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრი უნდა გა­და­მე­ტა­ნა იქ, სა­დაც ბაჩო იყო. ნო­ემ­ბე­რი იყო, ავი­ღე თბი­ლი პლე­დი, თერ­მო­სით ცხე­ლი წყა­ლი წა­ვი­ღე და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, იქ მან­ქა­ნა­ში ვა­თე­ნებ­დით. მერე გა­და­იყ­ვა­ნეს გლ­და­ნის ცი­ხე­ში, ად­ვო­კა­ტის­გან ვი­ცო­დი, რო­მელ კორ­პუს­ში და სარ­თულ­ზე იყო. იქ იყო შე­მაღ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლი და იქე­დან დურ­ბინ­დით ვუ­ყუ­რებ­დი. არ ვი­ცო­დი, ცო­ცხალს და­ტო­ვებ­დნენ თუ არა… ჩემ­თვის იმ პე­რი­ოდ­ში მთა­ვა­რი იყო, რომ ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

ბა­ჩოს არ უნ­დო­და, რომ ცი­ხე­ში მი­მეყ­ვა­ნა შვი­ლი. იმი­ტომ რომ, პა­ტა­რა იყო. მერე უკვე რო­დე­საც წერა-კი­თხვა, წე­რი­ლე­ბის წერა ის­წა­ვა­ლა, მამა-შვილს შო­რის მი­წერ-მო­წე­რა და­ი­წყო და ბო­ლოს გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მის­თვის იქ­ნე­ბო­და კარ­გი, ერ­თმა­ნეთს შეხ­ვედ­როდ­ნენ. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა იყო პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, პირ­ბა­დით, ხა­ლა­თით, შუ­შით. ორი­ვეს მხრი­დან ძა­ლი­ან დიდი ემო­ცია იყო, ორი­ვე ძა­ლი­ან დიდ­ხანს უყუ­რებ­და ერ­თმა­ნეთს თვა­ლებ­ში.

ბა­ჩოს დედა იყო სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც დედა, ისე და­მაკ­ლდა მეც, იმი­ტომ, რომ ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლი იყო. ბა­ჩოს­თვის მი­ლი­ონ­ჯერ კი­დევ უფრო მძი­მე იყო ეს თემა, ჯერ ერთი ის, რომ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ნა­ხი არ ჰყავ­და, სა­სა­მარ­თლო­ებ­ზე შო­რი­დან ნა­ხუ­ლობ­და და თვა­ლებს ვერ უს­წო­რებ­და, ეცო­დე­ბო­და, რომ ქალი ერთი შვი­ლის სა­სა­მარ­თლო­დან, მე­ო­რე შვი­ლის სა­სა­მარ­თლო­ზე გა­და­დი­ო­და, მერე რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ქმრის სა­სა­მარ­თლო­ზე – დღე­ში სამ სა­სა­მარ­თლო­ზე და­დი­ო­და, ამ­დენ რა­ღა­ცას ის­მენ­და და ვერ გა­უძ­ლო. ბაჩო და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე არ წა­ვი­და, იმი­ტომ რომ ხელ­ბორ­კი­ლე­ბით და ავ­ტო­მა­ტე­ბი­ა­ნი ბად­რა­გის თან­ხლე­ბით უნდა მი­სუ­ლი­ყო და უარი თქვა.

“რამ­დე­ნი­მე თვე­ში ბაჩო ცი­ხეს და­ტო­ვებს. რომ გა­მო­ვა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­სა­უბ­რე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვის­თა­ნაც კი­თხვე­ბი აქვს, შვი­ლებს არ და­უ­ტო­ვებს უპა­სუ­ხო კი­თხვებს. ძა­ლი­ან გვინ­და, რომ ოჯა­ხი, შვი­ლებ­თან ერ­თად, ჩავ­სხდე­ბით მან­ქა­ნა­ში, თურ­ქე­თის სა­ზღვარ­ზე გა­და­ვი­დეთ და სა­დაც დაგ­ვი­ღამ­დე­ბა, იქ გა­ვა­თე­ნოთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ად­გი­ლია, სა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვის­ვე­ნებ­დი, მაგ­რამ თა­ვი­სუფ­ლად ვერ ვიქ­ნე­ბით. ნე­ბის­მი­ერ თურ­ქულ სო­ფელ­შიც კი ბევ­რად თა­ვი­სუფ­ლად ვიქ­ნე­ბი და ეს მე­ნატ­რე­ბა. მინ­და, რომ მარ­ტო ვიყო ჩემს ოჯახ­თან.

ბაჩო რომ გა­მო­ვა, ზუს­ტად ვიცი, რომ მშვი­დად ვერ ვი­ცხოვ­რებ, იმი­ტომ, რომ ჯერ ყვე­ლა­ფე­რი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წინ არის, მაგ­რამ მე ამის­თვის მზად ვარ. ომი არ დამთავრდებულა, რე­ა­ლუ­რად სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ ახლა და ნამ­დვი­ლად არ მაქვს ის ილუ­ზია, რომ მშვი­დად ვი­ცხოვ­რებთ. ბაჩო რომ გამოვა, აუცილებლად გაესაუბრება იმ ადამიანებს, ვისთანაც კითხვები აქვს, შინაურებსაც და გარეულებსაც, შვილებს არ დაუტოვებს უპასუხო კითხვებს”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share