გურიის მოამბე

ისტორიას მსგავსი კლანურ-მაფიოზური მმართველობა არ ახსოვს, მთელი სისტემა კორუმპირებულია – არმაზ ახვლედიანი

საქართველოს თანამედროვე ისტორიას მსგავსი კლანურ-მაფიოზური მმართველობა არ ახსოვს, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა  განაცხადა.

მისი თქმით, “მთელი სისტემა კორუმპირებულია და ყველა ან უშუალოდაა ჩართული, ან ირიბად მონაწილეობს ამ კორუფციულ სქემებზე.“

,,საქართველოს თანამედროვე ისტორიას მსგავსი კლანურ-მაფიოზური მმართველობა არ ახსოვს, შეიძლება  იყო მთავრობის 1 წევრს, 1 გუბერნატორს, 1 გამგებელს, 1 დეპუტატს მიექარა, ჩაძირულიყო კორუფციის ჭაობში, მაგრამ მთელი სისტემაა კორუმპირებული. ყველა ან უშუალოდაა ჩართული, ან ირიბად მონაწილეობს ამ კორუფციულ სქემებზე. ეს შექმნა ივანიშვილმა, შექმნა თავიდანვე. 2013-ში, როცა მე მივედი, გასაგები იყო, რომ იმ ღარიბაშვილს ჰქონდა მწვანე ანთებული, ეკეთებინა ის, რაც სურდა. მერე ვინც ჩამოვშორდით “ოცნებას“, ჩამოვშორდით იმიტომ, რომ იყო სრული შეუთავსებლობა ამ კლანთან, ჩვენი ნატქვამი არცერთ ჯერზე აღარ გადიოდა”- განაცხადა არმაზ ახვლედიანი.

მისივე თქმით, ავტორიტარული რეჟიმი სხვაგვრად ვერ ფუნქციონირებს, თუ არა კორუფციული კლანური გარიგებები.

,,რატომ ეს დაჭერები დღეს? იმიტომ, რომ იცვლება კონფიგურაცია ივანიშვილის კარზე, არსებითად იცვლება კონფიგურაცია ამ რუსულ სისტემაში. კობახიძე არ არის ჩვეულებრივი პრემიერი, მაქვს საფუძველი, რომ გითხრათ, კობახიძეს ის მარტივად ვერ შეცვლის, რადგან მისი მონდომებით მოხერხდა, რომ ივანიშვილს სამი მთავარი საყრდენი გამოცალა” – დასძინა მან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights