აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო [CIA] რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა აიათოლა ალი ხამენეის და დაადგინა, რომ ის 28 თებერვლის დილას საკუთარ რეზიდენციაში ირანის მაღალი თანამდებობის პირებს უნდა შეხვედროდა – წერს
The New York Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, აშშ და ისრაელი თავდასხმას ჯერ ღამით გეგმავდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ხამენეი მაღალჩინოსნებს უნდა შეხვედროდა, ოპერაციის დაწყება დილამდე გადადეს. ამავე ინფორმაციით, CIA-მ ხამენეის ადგილსამყოფელის შესახებ ისრაელს „მაღალი სანდოობის“ ინფორმაცია მიაწოდა. ამ ინფორმაციასა და საკუთარი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, ისრაელმა განახორციელა ოპერაცია, რომელსაც ის თვეების განმავლობაში გეგმავდა – წერს NYT