გურიის მოამბე

ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გადამწყვეტ ფაზაში შედის

„ბოლო 12 საათის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ძალიან მნიშვნელოვანი გადაადგილება დაფიქსირდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ , თავისი სცენარებითა და მასშტაბებით სავარაუდოდ, უკვე დამტკიცებულია პენტაგონის მიერ——
🔹 ერთდღიანი პაუზის შემდეგ, KC-46A ტიპის საწვავგამმამართველი თვითმფრინავების ჯგუფი ესპანეთისკენ მიაცილებს 6 ერთეულ EA-18G Growler-ს (ელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავები), საიდანაც ისინი, სავარაუდოდ, გზას კატარისკენ განაგრძობენ.
🇮🇱🇸🇦🇺🇸Axios-ი იტყობინება, რომ ისრაელისა და საუდის არაბეთის თავდაცვისა და დაზვერვის მაღალჩინოსნები ამჟამად ვაშინგტონში იმყოფებიან ამერიკელ კოლეგებთან მოლაპარაკებების საწარმოებლად.
ანგარიშის თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალების დაზვერვის სამმართველოს უფროსმა, გენერალ-მაიორმა შლომი ბინდერმა, სამშაბათს და ოთხშაბათს შეხვედრები გამართა პენტაგონის, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა (CIA) და თეთრი სახლის მაღალჩინოსნებთან, სადაც მათ სადაზვერვო შეფასებები გაუზიარა, მათ შორის — ირანის შიგნით არსებული პოტენციური სამიზნეების შესახებ.
🔹 ამავდროულად, საუდის არაბეთი უკიდურესად შეშფოთებულია პოტენციური რეგიონული ომის გამო და ცდილობს, შუამავლის როლი შეასრულოს ირანთან დიპლომატიური გამოსავლის მოსაძებნად.
🔹 დღეს აშშ-ის სხვადასხვა საჰაერო ბაზიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით C-17 GLOBEMASTER-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მთელი ნაკადი დაიძრა- ეს მოიცავს 9 რეისს ფორტ ჰუდიდან, რომლებსაც, სავარაუდოდ, გადააქვთ საჰაერო თავდაცვის ბოლო დანაყოფები ირანის მახლობლად მდებარე ოპერატიულ ზონაში.
✈️E-11A BACN (ბრძოლის ველის საჰაერო კომუნიკაციების მთავარი თვითმფრინავი) გადაფრინდა ალ-უდეიდის ბაზაზე, რითაც ოპერატიულ ზონაში ერთ-ერთი ბოლო კრიტიკულად მნიშვნელოვანი რესურსი იქნა მობილიზებული.
🔹 ასევე ვრცელდება ცნობები, რომ სხვადასხვა ქვეყნის არასაჭირო დიპლომატიური პერსონალის ევაკუაცია ახლო აღმოსავლეთიდან ნამდვილად მიმდინარეობს. ეს პროცესი მომდევნო 24-48 საათის განმავლობაშიც ინტენსიურად გაგრძელდება.
🇮🇷 ირანული გამოცემა Tasnim-ი იტყობინება, რომ ირანის შეიარაღებულმა ძალებმა არსენალს 1000 ახალი დრონი დაამატეს, რომლებიც განკუთვნილია თავდასხმისთვის, დაზვერვისა და ელექტრონული ბრძოლისთვის.
🔴 თეირანის მერმა გამოაცხადა თავშესაფრების მოწყობა მიწისქვეშა ავტოსადგომებსა და მეტროს სადგურებში, პოტენციური ომის ან მოსალოდნელი კონფლიქტის შიშით.“
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights