საგანგებო ვითარება გორის გდდ-ის ბაზაზე – ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში. გორში, იმერეთსა და ზუგდიდში მობილიზაციაა გამოცხადებული და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ყაზარმულ რეჟიმზე გამოიძახეს.

უკვე 4 საათია განსაკუთრებულ მობილიზაციაზე არიან გადასულები გორში, სადაც გდდ-ის ბაზაზე სამართალდამცველები ერთმანეთის მიყოლებით მიდიან. ჩვენი ჟურნალისტის, გიორგი ახალკაცის ინფორმაციით, ბაზაზე უკვე 300-მდე სამართალდამცველი შევიდა.

ასვეე, სპეცრაზმის გადაყვანა იგეგმება გორიდან ზუგდიდში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share