რუსული აგრესიის შედეგად 16 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი

რუსული აგრესიის შედეგად 16 ბავშვი დაიღუპა, ექიმებმა მძიმე დაზიანებების გამო მათი გადარჩენა ვერ შეძლეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ დახმარებას ვუწევთ დაჭრილებს და დაშავებულებს. სამწუხაროდ, 16 ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს არის რუსული არმიის შედეგი, რომელსაც არმიას ვერ ვუწოდებთ. იმიტომ რომ ექიმებს, ბავშვებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს ჯარები არ ესვრის, არამედ ესვრიან ტერორისტები. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს არმია არ არის, ისინი ტერორისტები არიან“, – განაცხადა ვიქტორ ლიაშკომ.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს სხვა ქვეყნების ექიმებს, შეუერთდნენ რუსეთის აგრესიის დროს დაშავებული მოქალაქეების, ჯარისკაცების სამედიცინო დახმარებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share