აშშ-ის, დანიისა და ნატო-ს ოფიციალური პირები განიხილავენ ჩარჩო ხელშეკრულებას გრენლანდიაში ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოების შესახებ, — იუწყება The New York Times.
1. არქტიკაზე კონტროლი და რუსეთის ფაქტორი-
რუსეთი ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი უკრაინის ომამდე აქტიურად ახდენდა თავისი ჩრდილოეთ სანაპიროების მილიტარიზაციას და ხსნიდა ძველ საბჭოთა ბაზებს. გრენლანდია კი არის ერთგვარი „კარიბჭე“ არქტიკაზე. ვინც აკონტროლებს გრენლანდიას, ის აკონტროლებს საჰაერო და საზღვაო გზებს ჩრდილოეთ პოლუსსა და ატლანტის ოკეანეს შორის.
2. GIUK-ის გასასვლელი (გაერთიანებული სამეფო, ისლანდია, გრენლანდია)—-
ეს არის სტრატეგიული საზღვაო დერეფანი. თუ რუსულ წყალქვეშა ნავებს ატლანტის ოკეანეში გასვლა მოუნდებათ, მათ სწორედ ამ ზონაში უნდა გაიარონ. ამერიკული საზღვაო-საჰაერო ბაზები გრენლანდიაში კი საშუალებას იძლევა, რომ ეს მოძრაობა სრულად გაკონტროლდეს.
3. კლიმატის ცვლილებისა და ყინულის დნობის გამო, ჩრდილოეთის საზღვაო გზა სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ეს გზა აზიასა და ევროპას შორის მანძილს მნიშვნელოვნად ამცირებს. აშშ-ს სურს, რომ ეს ახალი „სუეცის არხი“ ვაშინგტონის კონტროლის ქვეშ იყოს.
4. კრიტიკული რესურსები და წიაღისეული—
გრენლანდია მდიდარია ისეთი იშვიათი ლითონებით, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის, ელექტრომობილებისთვის და იარაღის წარმოებისთვის. ამჟამად ამ ბაზარს ჩინეთი აკონტროლებს, ამიტომ დასავლეთისთვის გრენლანდიის რესურსები „ენერგეტიკული დამოუკიდებლობის“ საკითხში მნიშვნელოვანი დანამატია.
5. ჩინეთის ექსპანსიის შეჩერება—-
ჩინეთი ცდილობდა გრენლანდიაში აეროპორტებისა და სამთო-მოპოვებითი ინფრასტრუქტურის აშენებას (ე.წ. „პოლარული აბრეშუმის გზა“). აშშ-ის გააქტიურება მიზნად ისახავს ჩინეთის გავლენის დაბლოკვას ამ რეგიონში…. ამ საკითხზე – ქვევით მოგიყვებით დეტალურად—-
1. აეროპორტების პროექტი (2018 წელი)
ეს იყო ყველაზე რეალური და საშიში მცდელობა დასავლეთისთვის. ჩინურ სახელმწიფო კომპანიას (China Communications Construction Co.) სურდა გრენლანდიაში სამი ახალი აეროპორტის მშენებლობის დაფინანსება და აშენება, რის შემდეგაც აშშ-მა დიდი ზეწოლა მოახდინა დანიაზე. საბოლოოდ, დანიის მთავრობამ თავად გამოყო ფინანსები, რათა ჩინური კაპიტალი პროექტიდან გაეძევებინა.
2. ყოფილი საზღვაო ბაზის შესყიდვის მცდელობა (2016 წელი)—- ჩინურმა ჯგუფმა (General Nice Group) სცადა გრენლანდიაში მდებარე მიტოვებული დანიური საზღვაო ბაზის, Grønnedal-ის ყიდვა, თუმცა აქაც ვაშინგტონის ზეწოლით დანიის მთავრობამ ბოლო მომენტში დაბლოკა გაყიდვა ეროვნული უსაფრთხოების მოტივით და ბაზა კვლავ თავად „გაააქტიურა“.
3. სამთო-მოპოვებითი სამუშაოები (2010-იანი წლების შუა პერიოდი)—- ჩინური კომპანიები (ერთ-ერთი იყო Shenghe Resources) ჩაერთნენ იშვიათი ლითონებისა და ურანის მოპოვების პროექტებში (კერძოდ, Kvanefjeld-ის საბადოზე), თუმცა 2021 წელს გრენლანდიის არჩევნებში გაიმარჯვა პარტიამ, რომელმაც ურანის მოპოვებაზე აკრძალვა დააწესა, რამაც ჩინურ გეგმებს დიდი დარტყმა მიაყენა.








