გურიის მოამბე

2025 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 277 მილიონი ლარი შევიდა

2025 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 277 მილიონი ლარი შევიდა.
შედარებისთვის, წინახელისუფლების პერიოდში, 2012 წლამდე, ეს მაჩვენებელი 70 მილიონ ლარსაც კი არ აღემატებოდა.
ციფრები ნათლად აჩვენებს რეალობას:
ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის ოთხჯერ გაიზარდა, რაც დაახლოებით 296%-იან ზრდას ნიშნავს.
ის პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულში ამტკიცებდა, თითქოს „ნაცები“ ბიუჯეტს ჯარიმებით ავსებდნენ და ამას მანკიერ პრაქტიკად ნათლავდა, დღეს თავად აქცია საგზაო ჯარიმები სახელმწიფო ბიუჯეტის სისტემურ და სტაბილურ შემოსავლის წყაროდ.
დღევანდელ რეალობაში ჯარიმა აღარ არის პრევენციის მექანიზმი, ის ბიუჯეტის შევსების ინსტრუმენტად არის გადაქცეული.
ქოცებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი ემსახურებიან არა ხალხის ინტერესებსა და უსაფრთხოებას, არამედ საკუთარ პოლიტიკურ და ფინანსურ სარგებელს.
წერს, ფეისბუკმომხმარებელი, ლაშა ფარულავა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights