”ყოველ წელიწადს 100 000 ადამიანი მიდის საქართველოდან. დღეს უნდა იყოს აქ ის ამოცანები, რომლებიც ამ საკითხების გადაწყვეტაშია – როგორ დავტოვოთ მოსახლეობა სოფლად იმიტომ, რომ სოფელში ქართველი გლეხის დარჩენა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. ვაკეთებთ ყველაფერს, ვისთვის ვაკეთებთ, თუ ხალხი არ გვეყოლება? გამოვაცხადოთ ეტაპი, ყოველთვიურად 500-500 ლარი მივცეთ, ვინც მეორე შვილს გააჩენს. წარმოგიდგენიათ? იბადება 45 000 და კვდება 60 000, 100 000 კი მიდის ყოველწლიურად. ეს არის ყველაზე მთავარი.”
თქვა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენდენ.