„ანტუნის ენაზე უნდა გითხრათ – „მაგრად დაგერხათ“ – ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს

„ანტუნის ენაზე უნდა გითხრათ – „მაგრად დაგერხათ“ – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში გამოვიდა.

„თქვენ ხართ ხელისუფლებაში, სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ, მათ შორის, სტატუსთან (ევროკავშირის წევრობის კანდიდატის) დაკავშირებითაც. უნდა გითხრათ, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს არც მონობას შეეგუოს, არც ბერას სათამაშოებს. წინ ძალიან დიდი პოლიტიკური წარღვნა გელოდებათ, ბატონო ირაკლი. ამასაც ვერ გაიგებთ რა ენაზე ვსაუბრობ, ჩემი აზრით, თქვენ ანტუნის ენაზე უნდა გითხრათ – „მაგრად დაგერხათ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share