გიული ალასანიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო დახმარების საჭიროებაზე ისაუბრა.
„ადამიანი ითხოვს ჯანმრთელობის ადეკვატურ გამოკვლევას და შემდეგ საჭიროა შესაბამისი მკურნალობა, თუმცა მკურნალობაზე საუბარი ზედმეტია, თვენახევარია გასული და მისი პირადი ექიმი არაფრით შეუშვეს. შეშვებაზე პასუხი არის, რომ მოთხოვნა პროცესშია, შეიძლება პროცესში იყოს ასეთი გადაწყვეტილება? ჩემი შვილის წინააღმდეგ სასამართლოში მომდინარე პროცესებზე არანაირი ილუზია არ მაქვს, ვაშლი მსხალი ვერ გახდება, რაც გვაქვს მართლმსაჯულება, ის გვაქვს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ მესამე პრეზიდენტმა დღეს სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ექიმების მეთვალყურეობას საჭიროებს. მიხეილ სააკაშვილი მის პირად ექიმს გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავში გადაყვანის შემდეგ არ მოუნახულებია.