სარფში მებაჟეებმა სატვირთოში დამალული 5 ადამიანი იპოვეს

თურქული მედიის ინფორმაციით, სარფში მებაჟეებმა სატვირთოში დამალული 5 ადამიანი იპოვეს. ყველა მათგანი თურქეთის მოქალაქეა.

მედიის ინფორმაციით, მათზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, რის გამოც ქვეყნიდან გაქცევასა და საქართველოში მალულად გადასვლას ცდილობდნენ.

mtavari.tv

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share