“მახსოვრობა შემთხვევით იმიტომ ხომ არ დამეკარგა, რომ მიწაზე მათრიეს…საწოლში წნევიანს მახრჩობდნენ”- მიხეილ სააკაშვილი

“ამასწინათ ერთ-ერთმა მისმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მახსოვრობა რომ დაეკარგა სააკაშვილსო, მალე ენმ-საც დაეკარგებოდა მახსოვრობაო, მე მინდა ვუთხრა, ოდესღაც ეს კაცი ადამიანი იყო, მერე ესე დეგრადირდა, ხდება ხოლმე. მახსოვრობა შემთხვევით იმიტომ ხომ არ დამეკარგა, რომ თქვენმა ჩაფრებმა მიწაზე მათრიეს, შემთხვევით იმიტომ ხომ არ დამეკარგა, რომ ღამე საწოლში 200 წნევიანს მახრჩობდნენ, შემთხვევით იმიტომ ხომ არ დამეკარგა, რომ გადაძახილს მიწყობდნენ 24 საათი გლდანში, მახსოვრობა დამეკარგა, მაგრამ არა იმდენად რომ დამავიწყდეს. ჩვენ ხალხს არ დაეკარგა მახსოვრობა და ძალიან კარგად იცის რაზეა საუბარი”.

თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share