დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ სხდომაზე, მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, ოზურგეთში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
როგორც აღმოჩნდა, მიმდინარე პროექტებს შორის არ მოხვდა ორი სოფლის – ლიხაურისა და მაკვანეთის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ერთის წლის წინ უკვე დამტკიცებული პროექტი იყო და ამისთვის საკრებულომ 1.5 მლ. ლარის ოდენობით ბიუჯეტიც გამოყო.
ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე მწვავე პოსტს აქვეყნებს არასამთავრობო კომპანია “ეკოს ” ხელმძღვანელი ირმა გორდელაძე:
“ბიუჯეტდამტკიცებული პროექტი გაუქმებულია.


ვითომ გზას ხედავთ ფოტოებზე.ეს სურათია რამდენიმე კმ-ზე.

წლების წინ…არხები გაიჭრა, გზა უნდა დაგებულიყო და სხვა ადგილზე დააგეს.


წყალგაყვანილობის პროექტი შეჩერდა 6 თვეა და დაასრულებენ.

ეს არის მოსახლეობის ადგება!
რატომ არაა ეს ორი სოფელი პრიორიტეტული?
წინასაარჩევნოდ, ოქტომბრის ბოლოს ორივე მერმა: ჩოხატაურის და ოზურგეთის, კანდიდატები იყვნენ მაშინ, მშვენივრად იქეიფეს “ოქროს მუხუროში” მოსახლეობასთან…
მაშინაც უნდა დაგენახათ გზა და ხალხმა ხმა რომ მოგცათ…დაგავიწყდათ?
მე არ მავიწყდება! ეს საკითხი ასე არ დასრულდება”. – წერს გორდელაძე.