ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ თალაკვაძის თანაშემწედ, ოზურგეთის გამგებლის ყოფილი მოადგილე 2014-2017 წლებში, არჩილ ყაზაიშვილი დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია “გურიის მოამბეს” არაოფიციალურად ოზურგეთის მერიიდან მიაწოდეს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არჩილ ყაზაიშვილი ოზურგეთის მერის მოადგილედ ინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ მისი თანაშემწედ დანიშვნა გადაწყდა.
არჩილ ყაზაიშვილი უკვე სამი დღეა, მერის თანაშემწის მოვალეობას ასრულებს.