“ქოცები არ მალავენ რომ ბიძინისტები არიან…აგენტი ქოცებია პრობლემა,უშიშროების კოდალა ელისაშვილი და მისი პარტნიორი, იოსელიანი” – ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, “ტვ პირველთან” ინტერვიუს ამსახველ ვიდეოს ავრცელებს და წერს:

“ქოცები კი არა, ოპოზიციაში შეგზავნილი აგენტი ქოცებია პრობლემა. გააქეზეს ორი პროვოკატორი ელისაშვილი და იოსელიანი, უშიშროების ფულით რომ შექმნეს პარტია და დილიდან საღამომდე უამრავ სიბინძურეს ალაპარაკებენ. თუ ჩემთვის მანდატის შეწყვეტა გინდათ, შემიწყვიტეთ, მაგრამ ამ ბინძური ადამიანების გამოყენებას შეეშვით”

გუშინ, შალვა ნათელაშვილმა, “ტვ პირველთან” თქვა:

“ამუშავდა ხელისუფლება… აპირებენ გარიცხვას გაცდენების გამო, არადა, მსოფლიომ იცის, რომ ბოიკოტი გვქონდა და ბოიკოტი საპატიოა მსოფლიო პარლამენტარიზმის პრაქტიკით, გააქეზეს აგენტი უშიშროების კოდალა ელისაშვილი და მისი პარტნიორი, იოსელიანი, პირველები რომ შეიჭრნენ პარლამენტში, აწყობილი საქმე რომ ჩაგვიგდეს, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების მშვიდობიან ჩამოგდებას ითვალისწინებდა, მილიონები რომ მისცეს, ეს ორი პროვოკატორი გააქეზეს, დაქოქეს და დილიდან საღამომდე უამრავ სიბინურეს ჰვებიან. მათი პოლიტიკური სამარის თავზე დავდებ დიდ ქვას. პროვოკაციებს, ბინძური ადმაინების გამოყენებას დაანებეთ თავი. ქოცებთან რა პრობლემა გვაქვს? ისინი არ მალავენ რომ ქოცები და ბიძინისტები არიან. ოპოზიციაში შემოგზავნილი აგენტი ქოცებია პრობლემა, მათ დაღუპეს ის პროცესი, რომელსაც უნდა მივეყვანეთ ივანიშვილისგან ქვეყნის გათავისუფლებამდე, ოპოზიცია იჯდა ერთად, პარლამენტში არ შევდიოდით, პარლამენტი იყო ერთპარტიული, მთელი მსოფლიო ეუბნებოდა, წადით, დანიშნეთ ახალი არჩევნები, უცებ გავარდნენ და ჩამოანგრიეს ეს აწყობილი საქმე.”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share