ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში შესაძლოა, რუსეთთან შეერთებაზე “რეფერენდუმი” უახლოეს მომავალში ჩატარდეს – ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია იუწყება.
ინფორმაცია დღეს “ჟურნალისტებს” ე.წ. რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ლეონიდ პასეჩნიკმა დაუდასტურა.
“ვფიქრობ, უახლოეს მომავალში რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარდება რეფერენდუმი, რომელზეც ხალხი გამოიყენებს თავის აბსოლუტურ კონსტიტუციურ უფლებას და გამოთქვამს აზრს რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება”, – თქვა მან