აშშ-ს არ აქვს რუსეთში რეჟიმის შეცვლის სტრატეგია ,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
როგორც მან ასევე აღნიშნა, შეუძლებელია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში დარჩეს.
„გუშინ პრეზიდენტმა და თეთრმა სახლმა აღნიშნეს, რომ ვლადიმირ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება, რომ აწარმოოს ომი ან ჩაერთოს აგრესიაში უკრაინის ან სხვა ვინმეს წინააღმდეგ. ამ შემთხევაში, საქმე ეხება რუსეთის მოსახლეობას და ეს არის რუსი ხალხის გადასაწყვეტი“, – განაცხადა ბლინკენმა.
მან ასევე დასძინა, რომ აშშ-ს არ აქვს რუსეთში რეჟიმის შეცვლის სტრატეგია.
„როგორც მოგეხსენებათ და როგორც გსმენიათ, არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ არ გვაქვს რეჟიმის შეცვლის სტრატეგია არც რუსეთში და არც სხვაგან.