“დაამარცხა „ნაცმოძრაობა“, გაამყარა დემოკრატიული სისტემა, დღემდე ყველაფერს ამაგრებს” – კობახიძე ივანიშვილის “მიღწევებზე”

“2012 წელს თვითონ დაიშოკნენ, ისე დაამარცხა არჩევნებით ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველაფერს კადრულობდა, იმ შოკიდან ვერ გამოვიდნენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში ისაუბრა.

კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ყველაფერს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს აბრალებს და ეს არის მათი სინდრომი, რომლიდანაც ვერ გამოდიან.

„ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მათთვის არის უკვე პრობლემა იმიტომ, რომ იგი იყო ჯერ ავტორი ამ გარდატეხის, მან დაამარცხა „ნაცმოძრაობა“, გაამყარა დემოკრატიული სისტემა, დატოვა თამაშის წესები და მისი ფაქტორი ამ ყველაფერს რა თქმა უნდა დღემდე ამაგრებს და მათ სწორედ ეს ფაქტორი არ მოსწონთ. იმიტომ, რომ დღეს ხედავენ რომ არის კონსოლიდირებული დემოკრატიული სისტემა, რომელსაც ვერ ერევიან და ეს არის ბიძინა ივანიშვილის დატოვებული სისტემა და რომ ხედავენ ასე ვთქვათ მის დანაშაულს დემოკრატიული სისტემაში, ამას ობიექტური საფუძველი აქვს. პირდაპირი მინიშნება გააკეთა გალერმა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის არსებობაც კი პრობლემა არის ამათთვის, ეს არის ობიექტური მოცემულობა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share