ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ოჯახთან ერთად აზერბაიჯანს სტუმრობს…

სომხეთიდან გამგზავრებამდე —-ჯეი დი ვენსმა და სომხეთის პრემიერმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ბირთვული ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის შესახებ.

აშშ სომხეთის ენერგოსექტორში რუსეთის ჩანაცვლებას და მრავალმილიარდიან ინვესტიციებს გეგმავს- Bloomberg-ის ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს დაახლოებით $9 მილიარდი დოლარის ინვესტიციას და ამერიკულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, სომხეთში თანამედროვე ბირთვული ტექნოლოგიები და საწვავი შეიტანონ.

ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ძველი, საბჭოთა დროინდელი მეწამორის ატომური სადგურის ახალი, ამერიკული სტანდარტების ობიექტით ჩანაცვლებაა. ეს ნაბიჯი ვაშინგტონის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში პოზიციების გამაგრებას ისახავს მიზნად. პროცესს ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის აქტიურმა შუამავლობამ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში, რამაც რეგიონში გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსი შეცვალა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: