გურიის მოამბე

ელენე ხოშტარია – ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებაზე რაიმე სახის დიალოგს

შეგნებულად თავს ვიკავებდი პარტიული “დოქტრინების” განხილვისგან, არც ახლა ვაპირებ. საზოგადოებამ და შედეგმა განსაჯოს.

ამასთანავე, რადგან ერთ-ერთი პარტიის “დოქტრინის” ნაწილია პოლიტპატიმრებზე მოლაპარაკებები “რუსულ ოცნებასთან”, როგორც პოლიტპატიმარი, ძალიან მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას და სიტყვის წარმოთქმასაც კი.

გასაკვირია, რომ ეს პოზიცია, ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს, ვიდრე ზოგიერთმა მის შიგნით.

რუსთავის ქალთა ციხე
17/03/2026″ | წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ მიმართვაში

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights