მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „გურია – 75“ ზე გაცემულმა ლიცენზიამ – მდინარე ნატანებზე-სოფელ მერიაში – ათასობით კუბური მეტრი ინერტული მასალების მოპოვებაზე – ადგილობრივებში ბევრი კითხვები დაბადა-როგორც ამ უწყების ბრძანების კანონიერებასთან მიმართებაში, ასევე გააჩინა ეჭვები-სახელისუფლო ორგანოებში, მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო კორუფციულ ინტერესებთან დაკავშირებით;
მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის პირველ ივლისს გამოცემული ბრძანებით, შპ „გურია 75“ს, ლიცენზიის ვადა, მიმდინარე წლის 11 ოქტომბრამდე გაუგრძელა;
ბრძანებიდან ვიგებთ, რომ, შპს „გურია 75“ იმოქმედებს სოფელ მერიაში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), მდინარე ნატანების ტერიტორიაზე – 24 ათასი კვ.კმ;
პირველი – უნდა ავღნიშნოთ, რომ კონკრეტულად ეს მონაკვეთი, მდებარეობს შავი ზღვის 20 კილომეტრიან აკვატორიაში, სადაც, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, შავ ზღვაში ჩამავალ მდინარეებზე ინერტული მასალის მოპოვება იკრძალება; ამ აკრძალვის იგნორირების მიზეზებზე, მინერალური რესურსების ეროვნულ სააგანტოს, საზოგადოებისათვის არანაირი განმარტება არ გაუკეთებია;
რამდენიმე წლის წინ, პრემიერმა ღარიბაშვილმა, ხელისუფლებასთან დაახლოებულ კომპანიებს, ნება დართო იმავე მდინარეზე, სოფელ გურიანთაში, ანუ აკრძალულ 20 კილომეტრიან ზოლში, სპეციალურ ბრძანებით, ქვიშა ხრეში მოპოვების; თუმცა, მაშინ, დღევანდელი ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ღარიბაშვილმა განმარტა, რომ შეიქმნა განსაკუთრებული სიტუაცია, შესაძლოა სახელმწიფო მნიშვნელობის, მშენებარე ავტობანს საფრთხე შექმნოდა ინერტული მასალების მიწოდების მხრივ და მან გამონაკლისი სხელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე დაუშვა;
სხვა საქმეა, რომ ღარიბაშვილის უწყება ცრუობდა, არანაირი ამის აუცილებლობა მაშინაც არ არსებობდა, რადგან „20 კილომეტრიანი შეზღუდული ზოლის“ გარეთ, უამრავი კარიერი ფუნქციონირებდა, ისევე როგორც მდინარე ნატანებზე, ასევე სხვა მდინარეებზე.
საქმე იმაშია, რომ ამ ზოლში ქვიშა ხრეში მოპოვება, კომპანიებს გაცილებით იაფი უჯდებათ, ვიდრე, ზემო ოზურგეთსა თუ ჩოხატაურში და ეს „გამონაკლისები“ „უფრო მეტი მოგების მიღების“ სურვილითაა გამოწვეული და მეტი არაფერი;
თუმცა, მაშინ მთავრობამ „რაღაც“ განმარტება მაინც გააკეთა.
მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ კი, ეს გადაწყვეტილება ამ დღეებში ისე მიიღო, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, განმარტების გაკეთებაც კი, თუნდაც ფორმალური, არ ისურვა;
მეორე – მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ ინერტული მასალების მოპოვების უფლება, ანუ ლიცენზია 11 ოქტომბრამდე გაუგრძელა კომპანია „გურია 75“ ს; რომელიც სულაც არაა ლიცენზიანტი, არამედ „გურია 75“ მა ეს ლიცენზია შეიძინა კომპანია „აქვადან’; მოქმედი კანონმდებლობით კი ლიცენზიის გაგრძელების უფლების მინიჭება შესაძლებელი იყო მხოლოდ „აქვასთვის“, რომელმაც აიღო ს ლიცენზია და შემდგომში გაასხვისა და არა „გურია 75“ისათვის, რომელმაც ეს შეიძინა;
როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, ეს, მინერალური რესურსების სააგენტოს მხრიდან სერიოზული დარღვევაა;
რაც შეეხება მეწყრული პროცესების განვითარებისა თუ დაჩქარების საფრთხეებს;
ორი წლის წინ, გურიაში მოსული უხვი ნალექისა და განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ასეულობით ოჯახი, ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ დარჩა; ცენტრალურ მთავრობას მოსახლეობის დასახმარებლად რამდენიმე ათეული მილიონი ლარის მობილიზება დასჭირდა, ადამიანურ ტრაგედიებს რომ თავი დავანებოთ, მიყენებული ზარალი იმდენად დიდი იყო, რომ მოსახლეობის გარკვული ნაწილი, დღესაც თავს მიტოვებულად და ხელისუფლებისაგან უყურადღებოდ გრძნობს;
გურიაში,ადგილობრივი მოსახლეობა და ექსპერტების გარკვეული ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს მეწყრული პროცესები, დიდი ალბათობით სწორედ მხარის მდინარეებში ინერტული მასალის ყოველგვარი წესების გარეშე მოპოვებამ განაპირობა და ყველაზე დიდი და ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი, სწორედ ეს გაუგებარი ლიცენზიები და ხშირ შემთხვევაში, მდინარეებში მიმდინარე ულიცენზიო სამუშაოები გახდა;
მინერალური რესურსების სააგენტოს მიერ „გურია 75“ სათვის, დიდი ალბათობით, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით მინიჭებული ინერტული მასალების მოპოვების ნებართვა კი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, გურიაში მეწყრული პროცესების წარმოშობის თუ განვითარების სერიოზულ საფრთხეებს ქმნის;








