პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქცია მსვლელობაზე იმყოფებოდა.
ხოშტარიას თქმით, ის აქციაზე მედიის თავისუფლების გამო მივიდა.
“აქციაზე მე გამომიყვანა ჯერ ერთი ადამიანის მიმართ, უსამართლობამ, პოლიტიკურმა დევნამ და პირველ რიგში მედიის თავისუფლების აუცილებლობამ. თუ მედია არ არის თავისუფალი ადამიანი ვერ იქნება დაცული ამ ქვეყანაში, მითუმეტეს იმ დროს, როცა ეს ხდება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ფონზე.” – განაცხადა ხოშტარიამ ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქცია-მსვლელობაზე.