„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„როგორც ვხედავ, ხელისუფლება ნაცებს კი არა, შევარდნაძესაც ჩაცდა და უკვე კომუნისტებამდე ჩავიდა, მთლად მჟავანაძის ეპოქამდე – კოტეჯები მეოცე საუკუნის 60იან წლებშია აშენებულიო.
მეორეს მხრივ, ხელისუფლება უკვე იმედის დრონსაც ასცდა საკუთარი გაპრავების კოსმოსურ სიმაღლეში – ყველაფერი გლობალური დათბობის ბრალია და ამას ვერაფერს მოუხერხებო.
ორივეში სიმართლის მხოლოდ ნაწილია და დიდი ნაწილი (რაც მთავრობის პასუხისმგებლობას ადასტურებს) – ან დამალული, ან გაყალბებული.
ასე მუშაობს სწორედ პროპაგანდა: სიმართლეს ამყნობს ტყუილზე, რომ მიღებული ჰიბრიდი ერთად გადაყლაპოს მსხვერპლმა, მართალთან ერთად ტყუილიც ავრცელოს და სისტემის სასარგებლო იდიოტად იქცეს“, – წერს გვარამია.