ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში ხელისუფლების პასუხისმგებლობის შესახებ წერს:
”ხელისუფლება, რომელიც მე-11 წელია ხელისუფლებაშია და 11-ჯერ არ აუღია პასუხისმგებლობა არაფერეზე,რატომ გვაქვს ილუზია,რომ ამჯერად იტყვის შეეშალა, ან/და მითუმეტეს დააშავა!
მხოლოდ სამ შემთხევავას მოვიყვან,რა არ უნდა გაეტარებინა საზოგადოებას და დღეს ესენი ან საერთოდ არ იქნებოდნენ მართვის სადავეებთან,ან მისი ადგილი ექნებოდათ მიჩენილი:
1. ღარიბაშვილი, რომელიც კორუფციის და ნეპოტიზმის ბრალდებით, თავად ივანიშვილმა გააგდო პრემიერობიდან და ეს მას საჯაროდაც არ დაუმალვს, თუ რა პრეტენზიები ჰქონდა მასთან – უკან დააბრუნა!
2.შოთაძე,რომელიც სალარიძის ტრაგედიის მერე,რომლის საქმის მიჩქმალვასა და მტკიცებულებების გაყალბებაში, მთელი ძალოვანი უწყებები იყო ჩართული,საზოგადოების მღელვარების ჩასახშობად, დროებით გადააყენეს და მერე მთლად უარესი,საპარლამეტო ლეგიტიმაციის გავლით – უკან დააბრუნეს!
3.ირაკლი კობახიძემ,რუსი კომუნისტი,ქართველთ მოძულე,ჯერ აქ მოიპატიჯა,უმასპინძლა და მეორე დღეს საკუთარ სავარძელში ჩააბრძანა.სავარძელი რომელიც კობახიძის კი არაა,არამდე საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ,ქართული სახელმწიფოებრივობის გამომხატველია,როგორც სუვერენული ქვეყნის და სწორედ ეს გადაათელინა იმ დღეს საქართველოს ისტორიულ მტრებს კობახიძემ,რომელიც დღეს იმ პარტიის პირველ პირად ითვლება, ვინც ქვეყანას მართავს!
აი,ის ძალიან მოკლე ჩამონათვალი, რა არ უნდა გვეპატიებია!” – წერს ასკურავა.