გურიის მოამბე

გურული იუმორი – ჩხავერს, რომ ვსვამდი ცოლს ღამე მე ვაღვიძებდი, ახლა ადესას, რომ ვსვამ ცოლი აქეთ მაღვიძებსო

კახა ჩავლეშვილის “შეგროვებული” გურული იუმორი

– მაი რაის ექიმია 85 წლის კაცს ერთი ავადმყოფობაც ვერ მინახა!
ამბობდა ექიმზე გაბრაზებული გურული ,,ბერიკაცი,, საავადმყოფოს ეზოში

######

დემოკრატიასა და ლობიოზე გამახსენდა – ოთხმოცდათიანებში ასეთ საუბარს შევესწარი:
– სიკტილის პირას მიმაყენა მარტუა ლობიეს ჭამამ

– შენ სიკტილი მერე იკითხე მაიც რომ აღარ გექნება

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება
######
გურულმა თქვა – ჩემს ოჯახში მარტო მე და სოჩიკი ვმუშაობთო!
######
ოზურგეთში ქალები საუბრობენ:
– ჩემი სასიძო ეიაის სპეციალისტია!
– კიდო მაი ჯობია, აბა ჩემს იაიუაოს სპეციალისტი ეძლევა!
######
ძველი ისტორიებიდან – გურიაში, სოფელ ბახვში ჩასულ უცხოელ მეღვინეს გურული უყვება: – ახლა ადესას ვსვამ აი არაა კაი ღვინო, ადრე ჩხავერი იყო ე! იი იყო კაი ღვინოო! თანაც უხსნიდა სხვაობას ამ ღვინოებს შორის, მაგრამ ეტყობა თარჯიმანმა მთლად კარგად ვერ გადასცა ეს ამბავი და ბოლოს იკითხა მეღვინემ:
– რა ძირითადი განსხვავება არის ჩხავერსა და ადესას შორისო.

– ძირითადი სხვაობა იია ძამია, რომე ჩხავერს, რომ ვსვამდი მაშინ ცოლს ღამე მე ვაღვიძებდი, ახლა გლახა ღვინოს, რომ ვსვამ ცოლი აქეთ მაღვიძებსო

შეიძლება იყოს ნახატი
######
გურულს ჰკითხეს – წელს სად აპირებ დასვენებასო?
ამანაც – საცხა დევიღლები იქინეო
######
– სა მცალია ახლა მე სიკტილიზა!?
,,უკივლა,, დამწუხრებულ ექიმს ,,გაკუჭებულმა,, გურულმა ავადმყოფმა
######
ამბავს შევესწარი ოზურგეთში, პენსიის რიგში ერთი მეორეს:
– რაფერ ხარ?!
– რაფერ ვიქნები!? პენსია ერთი კაცის მაქ, წნევა კი ორის!
######
ძველი ისტორიებიდან – გურიაში ერთმა მეორეს თავში წალდი ჩაარტყა, დაზარალებული ძვლივს გადარჩა. სასამართლოში ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ისეთი სიტუაცია იყო ბრალდებული დაზარალებულისათვის წალდის თავში ჩარტყმას ვერ მოახერხებდაო და მოსამართლეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩაატარება მოსთხოვა.
მოსამართლემ “აჩკების” ზემოდან ჯერ თავშეხვეულ დაზარალებულს გადახედა და მერე ეკითხება ადვოკატს:

– რას ითხოვ ბიჯო?! ამ სიმწრით გადარჩენილი კაციზა მეორეჯერ მუაქნევიოთ წალდი?!

შეიძლება იყოს ნაჯღაბნი ამისა: ერთი ან მეტი ადამიანი და ტექსტი
######
აგერ კაცი ლაპარაკობს:
– ნაღდად ჩვენი კარგადყოფნიზა იჩხუბესო
######
კომენდანტის საათია, ქუჩიდან მესმის პატრულის ხმა – ნელა გაიქეცი ფეხი არ წამოკრა რამეს
######
გურული ბაღანა ეკითხება მამას:
– იი გავტეხო?!
– არა
– აი?!
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights