ძველი ისტორიებიდან – კომუნისტების დროში ერთმა გურულმა მახარაძის რაიკომს უჩივლა ცეკაში, საჩივარში სხვა ამბებთან ერთად ეწერა – არ მომწონს ასეთი ცხოვრებაო; გამოაგზავნეს ეს საჩივარი მახარაძეში შეიწავლეთო, ეს კაციც დაიბარეს ბიუროზე და ეკითხებიან:
– გვითხარი ერთი რატომ არ მოგწონს შენ ჩვენი ცხოვრებაო?
– თქვენი ცხოვრება მე ძალიანაც მომწონს, ჩემი არ მომწონს და იი დავწერე საჩივარშიო. უპასუხა მომჩივანმა

***
– ვი ხატიტე ჩტო ეტა მოსამართლემ განიხილოს აი საქმე?
ქართულიდან რუსულზე ამგვარი თარგმნის შემდეგ მოსამართლემ თარჯიმანი რატომღაც დაითხოვა
***
გურულების სახასიათო ისტორიებიდან
გურულს ცხენის „კაჭკით“ შეშა მიჰქონდა, ტრასაზე გადასვლისას სწრაფად მიმავალი მანქანა “დეეტაკა”. აი „კაჭკა“ მისი ცხენიანად ტრასის ერთ მხარეს გადავარდა, გურული კი მეორე მხარეს. დაფეთებული მძღოლი ჯერ მომაკვდავ ცხენთან მივარდა – ვეღარ იცოცხლებსო, ამოიღო რევოლვერი და მოკლა. მერე გზის მეორე მხარეს გაიქცა, დაადგა თავზე მიწაზე გაგორებულ გურულს და ეკითხება – როგორ ხარო
ცხენის ბედის დამნახავმა გურულმა ახედა დაფეთებულ რევოლვერიან მძღოლს დაა – დატაკებამდე რომ ვიყაი იმაზე უკეთესად!
***
ბაღნებო თქვენ აქანე გასართობად ხართ მოსული!?
უყვირა ყანწიანმა გურულმა თამადამ ქორწილში მოცეკვავე ახალგაზრდებს
უყვირა ყანწიანმა გურულმა თამადამ ქორწილში მოცეკვავე ახალგაზრდებს
***
საუბარი მაღაზიაში:
ჩვენს ტრაქტორისტს ყანის დახვნის ამბავი რომ კითხეს ასე უთქვამს – სალიარკას იმხელა ფასი, აწე ჭადს ქორწილში თუ მოგართუმენ გოჭის ხორცის მაგიორო!

***
ძველი ისტორიებიდან – ოზურგეთის ბაზარში პილპილის გამყიდველს ეკითხებიან:
– აი პიმპილა მწარეა?
– მაი რომ ტკბილი ყოფილიყო ბაღნები გამომატანდა სახლიდან?!

***
ძველი ისტორიებიდან – პოლიტიკოსებს ვუყურებდი და ის გამახსენდა გურულს, რომ ჩხუბი მოუნდა, მარა ვის და რისთვის ეჩხუბოს არ იცის, ასეთ განცდებში იყო და ვიღაც მიესალმა:
– სულ გახარებული მენახეო
– გახარებულიც მენახე და გაძროხებულიცო! მიაძახა ამანაც და ატყდა ჩხუბი და გინება









