“ოზურგეთის “მერმა” 2000 ლარის ჭურჭელი იყიდა”
ამ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, ოპოზიციის ადგილობრივი, ერთ ერთი ლიდერი, თათია ნიკოლაშვილი ავრცელებს:
“გურული ქოცებიც ყველაზე სწრაფები არიან აშკარად, კობახიძის აკრძალვა ძალაში არ იყო შესული პლასტმასის საგნების რეალიზაციის აკრძალვაზე, ამან რომ აღასრულა და სულ მინის სასერვიზო ინვენტარით აღჭურვა მერია” წერს ნიკოლაშვილი;
ახალი მანქანების შემდეგ _ საშაქრე, ბოთლის გასახსნელი, ჩაის ფერის გამოსაყვანი ჩაიდანი, ყინულის კალათი, ხელსახოცების ჩასადები, ჯამები, გრაფინი, ჩაის და ყავის სერვიზები, დანები, ჩანგლები, დიდი და პატარა თეფშები _ ეს არასრული ჩამონათვალია იმ შენაძენის, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეიძინა ოზურგეთის მერმა ეს იმ ფონზე, როცა ათობით სოციალურად დაუცველი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანები, თვეებია, ბიუჯეტით გათვალისწინებულ დახმარებებს უშედეგოდ ელოდებიან და რომლებსაც მერი დაფინანსებაზე უარს იმ მოტივით ეუბნება, რომ ბოუჯეტში თანხები არ არის!








