Товар уходит в небо
სამარაში ვაილდბერიზის საწყობი, იქ შენახული პროდუქციის ჩათვლით, მთლიანად დაიწვა და კვამლად იქცა
რატი მელაძე
ამავე დროს, გაირკვა რომ ეს ლოგისტიკური ცენტრი ერთ-ერთი უმსხვილესია და მისი ფართი 178 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს.
ჯამში მთლიანად განადგურებულია ვაილდბერიზის 11 ლოგისტიკური ცენტრი(თავად სელერები ასახელებენ 13 საწყობს).
რატომ ვაილბერიზი?
რუსეთის უმსხვილესი მარკეტპლეისის დავალიანება 4 რუსული ბანკის წინაშე 1,5 ტრილიონი რუბლია, ეს დაახლოებით 19 მლრდ დოლარია. ამ მარკეტპლეისზე გაჭრობს მილიონზე მეტი სელერი. მათი დავალიანება ბანკების წინაშე ტრილიონობით რუბლს შეადგენს.შესაბამისად ვაილდბერიზზე დარტყმების მთავარი სამიზნე რუსეთის საბანკო სისტემაა, რომელიც ათობით მილიარდი დოლარის დაუბრუნებელი კრედიტების წინაშე აღმოჩნდება. გაკოტრების წინაშე დადგება რუსეთის საბანკო სისტემა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ვითიბი ბანკი რიმელმაც მთელი ფსონები ვაილდბერიზზე დადო.
რუსეთის საბანკო სისტემა ისედაც კრიტიკულ სიტუაციაშია.
ვაილდბერიზის ჩამოშლა სახელმწიფოს აიძულებს ჩაერიოს და ბიუჯეტში არსებული უზარმაზარი დეფიციტი ტრილიონობით რუბლით გაზარდოს. ეს ტვირთი რუსეთის ბიუჯეტმა შესაძლოა ვერც აწიოს.
მეორე მიზეზი თავად ვაილდბერიზის მნიშვნელობაა პუტინის გარემოცვისთვის. ეს ბიზნესი უკვე დიდი ხანია იქცა პუტინის გარემოცვის ბიზნესად. შესაბამისად მათთვის ყოველი ეს დარტყმა მტკივნეულია.
ვაილდბერიზზე დარტყმები ნიშნავს ასობით ათას გაკოტრებულ და უმუშევრად დარჩენილ ადამიანს. ხოლო მთელი რუსეთი მიხვდება, რომ ომი მათ სახლშიც მოვიდა.
აქვე უნდა ითქვას, რუსულ საბანკო სისტემაში არსებულ კრიტიკულ სიტუაციაზე. ამის რამდენიმე მიზეზია.
ომის დაწყებიდან მალევე, ინფლაციის შესაკავებლად დაწესდა ძალიან მაღალი საბაზისო განაკვეთი, რამაც კრედიტები არნახულად გააძვირა და შესაბამისად მისი აღების მსურველები მკვეთრად შეამცირა. ეს ტვირთი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ბიზნესისთვის და თავად ბანკებისთვის.
ბოლო თვეების განმავლობაში ხალხმა და ბიზნესმა ბანკებიდან ფულის გატანა დაიწყო, ქეშის ბრუნვამ და უნაღდო ანგარიშსწორებამ კი მკვეთრად იმატა. სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ ეროვნული ბანკი იძულებული გახდა ჩარეულიყო და ბანკებზე დამატებითი სესხები გაეცა. ამის ორი მიზეზია. ინტერნეტის მუდმივმა გათიშვებმა გამოიწვია უნაღდო ანგარიშწორების მუდმივი შეფერხებები. და რაც მთავარია, ბოლო რამდენიმე თვეა რუსი პოლოტიკოსები მუდმივად აცხადებენ, რომ მოსახლეობის ანაბრებზე არსებული თანხები სახელმწიფომ უნდა ამოიღოს და ომს მოახმაროს. შესაბამისად ხალხი ბანკებს და ანაბრებს აღარ ენდობა. ბანკები არაერთხელ გამოვიდნენ მოწოდებით რომ მსგავსი განცხადევები შეწყდეს, თუმცა უშედეგოდ.
მძიმე მდგომარეობაშია თავად ეროვნული ბანკიც. მას შემდეგ რაც გასაგები გახდა რომ კრემლი ომის დასრულებას არ აპირებს ქვეყნიდან კაპიტალის გადინება დაიწყო, ხოლო ეროვნულ ბანკს შიდა სესხების აღება პრობლემად ექცა – სახელმწიფო ობლიგაციების შეძენის მსურველთა რიცხვი სულ უფრო მცირდება. რამდენიმე აუქციონი ჩავარდა კიდეც.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ვაილდბერიზის და ასობით ათასი სელერის გაკოტრებამ რუსეთის საბანკო სისტემა შესაძლოა დომინოს პრინციპით ჩამოშალოს.








