გაიცანით ბავშვები ჩოხატაურიდან, რომლებსაც სკოლა არ ჰქონიათ, თუმცა გამოცდებზე უმაღლესი შედეგები დადეს
ანამარია სანიკიძე, ქეთა მდინარაძე, მირიან ჯინჭარაძე, მათე შვანგირაძე, ოთო სოროზანაშვილი, ლუკა ლორია, გიორგი ბერძენიშვილი, ლიზი ბერაძე, მარიამ ცხვარაძე, ელისაბედ ცინცაძე, ელენე კალანდაძე _ ეს ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის ბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი იზო კეკელიძე), არიან.
ამ ბავშვებმა, წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე, რეგიონის მაშტაბით ერთ_ერთი ყველაზე დიდი შედეგი დადო ;
სამივე საგანში. ქართულის, ისტორიის და ინგლისურის გამოცდებში მათ მიერ მიღებული შედეგები გამორჩეულია და ბოლო წლების განმავლობაში, ეს ერთ_ერთი გამორჩეული შემთხვევაა, როცა ერთი კლასიდან ამდენი მოსწავლე, ეროვნულ გამოცდებში მაღალ ქულებს იღებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ის კლასია, რომელმაც სკოლა ისე დაამთავრა, სკოლა არ ჰქონიათ (ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა 2 წელია დანგრეულია და ბავშვები ნაქირავებ შენობაში სწავლობენ), თუმცა მათ მაინც შეძლეს და საუკეთესო შედეგები დადეს;








