პუტინი და ლუკაშენკო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

რუსეთისა და ბელარუსის ლიდერებმა, ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA ბელარუსის პრეზიდენტის პრესსპიკერზე, ნატალია ეისმონტზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო შეთანხმდნენ, რომ რუსეთი ბელარუსს უახლოეს მომავალში სამხედრო ტექნიკის ყველაზე თანამედროვე მოდელებს მიაწვდის.

თავის მხრივ, ბელარუსი გაზრდის რუსეთისთვის თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო, სამგზავრო აღჭურვილობისა და სხვა საინჟინრო პროდუქტების მიწოდებას.

ნატალია ეისმონტის განცხადებით, შეხვედრის დროს რუსეთისა და ბელარუსის ლიდერები სანქციებისგან გამოწვეული ზეწოლის ფონზე ურთიერთდახმარების მიზნით ერთობლივი ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსისა და რუსეთის დელეგაციები ორშაბათს მოსკოვში მოლაპარაკებებს გამართავენ და ყველა განხილულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს შეიმუშავებენ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share