რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
ნანუკა ჟორჟოლიანი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ სპეციალურ ბანერზე, რომელიც რუსთავის ციხესთან აქვთ, გამოხატონ საკუთარი პროტესტი, დახატონ, დაწერონ და გაუგზავნონ გზავნილი ბიძინა ივანიშვილს.
“ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ, პროტესტის ფორმით დაწერეთ, დახატეთ და შემდეგ გაუგზავნეთ გზავნილი ბიძინა ივანიშვილს, რას სთხოვთ მას და მერე ჩვენ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, ბიძინას წავუღებთ სახლში და წინ სახლთან გავუკრავთ ამას. – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის ციხესთან აქცია მართავენ.