საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 1-ლი მარტიდან საქართველოში რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნა.
- ბათუმში, შაბათ-კვირის გარდა, რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ;
- ამასთან კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება;
- მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ;
- უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ
- მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება საჯარო და კერძო ბაღები