საქართველოს ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ მიცემული 2 საათიანი ვადა ამოიწურა. “მთავარ არხს” ერთ ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია კიდევ ერთხელ დაუკავშირდა და ხელისუფლებას მოუწოდა შეასრულოს თავდამსხმელის მოთხოვნა:
მიცემული დრო ამოიწურა. აქ არ არის პოლიტიკური საქმის გარჩევების დრო. ჩვენი სიცოცხლე დევს სასწორზე. ამდენი ადამიანი ვართ, ამ წუთას შეიძლება ნებისმიერის სიცოცხლე დამთავრდეს. მისცენ ამ ადამიანს ეს ფული და გაუშვან – ამბობს კვარაცხელია.
2 საათიანი ვადა თავდამსხმელმა საკუთარი მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას მისცა. ის 500 000 დოლარს, ვერტმფრენს და ტერიტორიიდან სპეცრაზმის გაყვანას ითხოვს.